მამუკა მდინარაძე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” : არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და ვთქვა, რომ მათი კამპანია, მათივე ხასიათიდან გამომდინარე დესტრუქციაზე იქნება აგებული

მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და ვთქვა, რომ მათი კამპანია, მათივე ხასიათიდან გამომდინარე დესტრუქციაზე იქნება აგებული, მაგრამ მათი სტილი ბოლო პერიოდის განმავლობაში 2021 წლის შემდეგაც კი სულ ეს არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს მშვიდობიანად და არა დესტრუქციული გზით ჩაატარებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

“მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და ვთქვა, რომ მათი კამპანია, მათივე ხასიათიდან გამომდინარე, დესტრუქციაზე იქნება აგებული, მაგრამ მათი სტილი ბოლო პერიოდის განმავლობაში, 2021 წლის შემდეგაც კი, სულ ეს არის. თუ ახლა გეზს იცვლიან და საარჩევნო კამპანიაში იმგვარად ჩაერთვებიან, რომ იქნებიან გადართულები საზოგადოებისთვის თავიანთი გეგმების პრიორიტეტების წარდგენაზე და ასეთ კამპანიას ჩაატარებენ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა ცოტა ნაკლები მოლოდინი გვაქვს ამის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.