“სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მის ძალიან ცუდად ყოფნაშია” | ნადირაძის პოლიტიკური გამოსვლა სასამართლოზე

კლინიკა “ვივა მედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იკითხება. ნადირაძემ პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, მესამე პრეზეიდენტის თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ცუდად ყოფნაშია.

ამასთან, ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პატიმრისთვის არაკალორიული საკვების მიტანაში დაადანაშაულა.

“მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

ის საკვები რაც მასთან ყოველრიურად მოდის, მითუმეტეს მათ იციან, რომ დიაგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლიელებები, მაგალითად, ნივრიანი პურის მოტანა და გაჭყლეტილი ნივრის მოტანა, შავ პურზე წასმული მე ეს არ ვიცი რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას. რომელ გაიდლაინში წაიკითხეს?” , – განაცხადა ნადირაძემ.