საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად | აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმისთან” აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსეული და სამართლიანი მოპყრობა.

“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.