პრემიერმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მცხეთა-მთიანეთში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება,

დუშეთში – ზურაბ სეხნიაშვილი,

თიანეთში – ლელა ქიტესაშვილი,

ხოლო ყაზბეგში – ალექსანდრე ზაგაშვილი.

მთავრობის მეთაურმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში წარადგინა.