“ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე ნებისმიერ კანდიდატს ეკონომიკურ გუნდში განვიხილავ როგორც კამიკაძეს”

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი

-ეკონომიკა არ არის მათემატიკასავით ზუსტი მეცნიერება. შესაბამისად არც მზა ფორმულებით იმართება. ამიტომ, მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში წარმატების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ კონცეპტუალურ ხედვებს, იმ ფუნდამენტურ პრინციპებს რომლითაც განისაზღვრება სტრატეგია. სამწუხაროდ ვერც ერთმა ობერ ქოცმა, ამგვარი გამართული და პრინციპული ხედვა, კონცეფცია ვერასოდეს შემოგვთავაზა. უბრალოდ იმიტომ, რომ არ გააჩნიათ. იმიტომ არ გააჩნიათ, რომ ის უნარჩვევები არა აქვთ, რომელიც საჭიროა გამოწვევების მიმართ ადაპტირებული მაკროეკონომიკური კონცეფციის შესაქმნელად. ესენი ხომ უბრალოდ ცეხავიკები, ოლიგარქიულ გარემოში შემდგარი კომერსანტები არიან, რომელთა წარმატებულობის საფუძველი სისტემური ბენეფიტებია და არა კონკურენტულ გარემოში მიღწეული გამარჯვებები. მარტივად, რომ ვთქვათ პარაზიტები არიან, რომლებიც პარაზიტირებენ და ფულს შოულობენ მოქალაქეთა ხარჯზე, რომლებთან მიმართებაშიც მხოლოდ “ბლატი” და მფარველებთან სიახლოვე გამოარჩევთ. მათი თვითრეალიზება შესაძლებელია მხოლოდ ოლიგარქიულ გარემოში. ზუსტად ამიტომ არიან ისინი “რუსული სამყაროს” ნაწილი. მაგრამ, ეს პრობლემების მხოლოდ ერთი ნაწილია.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აპრიორი განაპირობებს მათი მენეჯმენტის მარცხს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეკონომიკური პრობლემის სათავე პოლიტიკურ სივრცეში დევს. შესაბამისად ამ სივრცის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის, რეფორმირების გარეშე ნებისმიერი მცდელობა ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს. შესაბამისად ნებისმიერ კანდიდატს ეკონომიკურ გუნდში განვიხილავ როგორც კამიკაძეს, თან უაპელაციოდ და ალტერნატიული ვარიანტების გარეშე.