ტრამპმა და პუტინმა ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პირველმა პირებმა ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დეტალურად მიმოიხილეს კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება და ამ საკითხზე კომუნიკაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების მთავრობამ ფხენიანთან დიალოგის დაწყების სურვილი გამოთქვა. ვაშინგტონში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე რექს ტილერსონმა განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. ამ თემას ვლადიმერ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც გამოეხმაურა და შეერთებული შტატების მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმა.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი 21 ნოემბერსაც გამართეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. მაშინ მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა 1 საათის განმავლობაში უკრაინაზე. სირიაზე, ირანზე, ავღანეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს.