რა ბედი ელის სამომხმარებლო ტარიფს ელექტროენერგიასა და წყალზე – სემეკი განხილვას იწყებს

სატარიფო განაცხადების განხილვას სემეკი დღეიდან იწყებს. მარეგულირებელი კომისია, პირველ რიგში, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებს განიხილავს. ამის შემდეგ გეგმიურად სხვადახვა კომპანიების. სწორედ ამ კომპანიების ტარიფის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება ელექტროენერგიისა და წყლის ღირებულებაც. მარეგულირებელ კომისიაში წინასწარ მოლოდიზე ვერ საუბრობენ.

სემეკის გუშინდელ სხდომაზე განიხილეს, თუ რა გეგმებს განახორციელებენ 2018-2020 წლებში კომპანიები “რუსთავის წყალი”, “მცხეთის წყალი” და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”.

ასე რომ, მოიმატებს თუ არა სამომხმარებლო ტარიფი  ელექტროენერგიასა და წყალზე 2018 წლიდან, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.