შემთხვევა

ბათუმში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, ერთმანეთს 3  მსუბუქი  ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.