სამართალი

მარნეულში, 15 წლის გოგოსთვის იძულებით ქორწინების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მარნეული” ავრცელებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულია 15 წლის გოგოს მამა და სრულწლოვანი კაცი, რომელზეც მოზარდს ქორწინებას აიძულებდნენ.

რადიო „მარნეულს” შსს-ში ორივე პირის დაკავება დაუდასტურეს.