„არასრულად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის” – ზურაბიშვილი კიევში არ მიიწვიეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ის მზად იყო და ახლაც მზადაა უკრაინაში ჩავიდეს. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მისი არ მიწვევის მიზეზი „სამთავრობო წრეებს შორის არასრულად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობაა”.

„ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, [მე] მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება” – განაცხადა ზურაბიშვილმა.