ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დავაფარებთ!

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გარდაცვლილ დემურ სტურუას საქმეში ბრალდებულ პოლიციელზე საუბრისას ამბობს, რომ უწყება არც ერთ იმ თანამშრომელს არ დააფარებს ხელს, რომელიც კანონს დაარღვევს.

 მისივე თქმით, პოლიციელისთვის ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა.

“თუ არ იქნებოდა სასამართლო განჩინება, ამ პირის დაკავება ვერ მოხდებოდა. დაგვიანებული იყო თუ არ იყო ამას ვერ ვიტყვი. შემიძლია ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობდა პროკურატურასთან და ეს ახლაც გრძელდება. იმ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დავაფარებთ. ეს სამინისტროს პრინციპული პოზიციაა”,-განაცხადა ხუციშვილმა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

კომენტარის დატოვება