ავტოსაგზაო შემთხვევა სართიჭალაში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

თავდაპირველად, თვითმხილველებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ იყო მსხვერპლი, თუმცა შსს-ში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.