მიუსაფარმა ძაღლებმა ქალი დაკბინეს

ბორჯმში კოსტავას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა ქალი დაკბინეს. ინფორმაციას borjomi.tv ავრცელებს.

ქალს დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. ციური გოგოლაძემ მიუსაფარი ცხოველების მოგერიება ვერ შეძლო და შველას ითხოვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა ის ჯეო ჰოსპოტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. სამედიცინო ცენტრს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის პაციენტები ყოველდღიურად აკითხავენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მრავალი წელია, რაც მიუსაფარი ძაღლების პრობლემაა.