ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა – დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკის ერთ-ერთ შადრევანში ჩასულ არასრულწლოვნებს დენმა დაარტყა.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან” თვითმხილველები ამბობენ, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველთა თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.