ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა ყაზბეგის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩის კვეთიდან ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთის მიმართულებით.

სხვა დეტალები უცნობია.