„მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მზადაა ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს უახლოეს დღეებში.

„მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის” – აღნიშნულია წერილში, რომელიც მესამე პრეზიდენტმა „ვივა მედიდან” სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ცნობისთვის, გუშინ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში მზადაა მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

იოსელიანის თქმით, აპირებს, რომ შეხვდეს ომბუდსმენის კონსილიუმსა და ოჯახს, ასევე, სხვა დაინტერესბულ პირებს.