“ქვეყანაში გვაქვს ინსტიტუციები, რომლებიც რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში ინსტიტუციები რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ, რომლის მთავარი ავან-ჩავანი ივანიშვილია,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი და ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წარმომადგენელი არის ფარცხალაძე.

„ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჯაშუში ფარცხალაძის დაცვა, ესაა სხვა ჯაშუშური ქსელის დაცვა, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომლის მთავარი ავან-ჩავანი არის ივანიშვილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ქვეყანაში გვაქვს ინსტიტუციები, რომლებიც რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ, ეროვნული ბანკის, მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის რუსულ ჯაშუშურ ქსელის დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ეს არ არის”, – განაცხადა ვაშაძემ.