ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდეთ – ირაკლი კობახიძე

ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაატრიალონ – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდეთ,- ამის შესახებ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას მუდმივად იქნება ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების მცდელობა.

„ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაატრიალონ, მუდმივად იქნება ეს მცდელობები, ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების, მათ შორის, ამ სხდომათა დარბაზშიც შეეცდებიან ამის გაკეთებას. როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, ვხედავთ, როგორც აკეთებენ, ვითომ კაცები ქალებს იფარებენ ხოლმე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვდი, ყველა დეპუტატს, ვინც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის გამსჭვალული, მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე. რა თქმა უნდა, რთულია, მესმის ჩემი კოლეგების. ალბათ, სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლისგან“, – განაცხადა  კობახიძემ.