სასტუმრო „ფოსტა”, რომელიც მესტიაში დაიწვა, ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაა

სასტუმრო „ფოსტა”, რომელიც მესტიაში დაიწვა, მაჟორიტარი დეპუტატისა და „ხალხის ძალის” წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაა.

სასტუმრო გასულ ღამეს დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც ყველა სართულს მოედო.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.