აქციზე ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადება გააკეთეს

რუსთაველზე აქციზე ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადება გააკეთეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი:

-მოგესალმებით, ძვირფასო ადამიანებო, მე და ზაზამ ის სიმწარე ვიგემეთ, რაც არავისთვის გვემეტება. ისე რომ არ გამწარდეს ვინმე, ყველა დანაშაულებრივი ჯგუფი უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში გომელაური, გოგაშვილი და ყველაის, ვინც დანაშაულს ხელს აფარებდა.

დიდი მადლობა მთელ საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე წუთებში დაგვიდეგით გვერდით. ჩვენ, პანკისელები ქართველების ხელშ გავიზარდეთ და იმიტომაც ვართ ერთნი, ჩვენ ერთმანეთს ვერავინ დაგვაშორებს! ის, რაც მოხდა, მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ ქართველები და ქისტები ერთმანეთისთვის დავეშორებინეთ, მაგრამ ეს არ მოხდა!

ახლა საჭიროა ყველა დანაშაულებრივი ჯგუფი დაისაჯოს, მე არავინ და ვერაფერი გამაჩერებს, მხოლოდ ერთი გამაჩერებს-შუბლში ტყვია და ვიცი, რომ მერეც არ გაჩერდებით.

ქისტები გვიგულეთ თქვენს გვერდით!

ზაზა სარალიძე:

-მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვიდგახართ. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გომბორის ტრაგედიის დროს დაღუპულ ბავშვს და ყველა ჩვენს გარდაცვლილ შვილს.

პირველი, რასაც მე განვაცხადებ, არის ის, რომ რადგან სულ ისმის, რომ აქცია არის პოლიტიკური, მოვუწოდებ მმართველ გუნდს გამოვიდეს და დადგეს აქ, ჩვენთან . თუ მართლა შესტკივათ-მოვიდნენ, ჩვენი აქცია ღიაა ყველასთვის. ახლა კონკტერულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რადგან კიდევ ცდილობს მოტყუებას და ამის უფლებას არ მივცემ. გადადგეს გახარია და წულუკიანი! მე არ შევწყვეტ ბრძოლას.