ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაზა ნადირაძემ სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო. მცხეთელმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა და 0,024 წამით ჩამოიტოვა რუსი მეტოქე.

ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი 10 ივნისს გაიმართა.

პირველ ეტაპზე (C1 ჰითი), ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.