პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით შარტავას გამზირზე მოხდა. დაშავებული ახალგაზრდები, 2 ქალი და 2 მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 4-ივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.

დაშავებულებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ პიუტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა.

მათივე თქმით, პატრონი ძაღლს ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.