„კახა კალაძე უნდა გადადგეს” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს.

„რა თქმა უნდა [უნდა გადადგეს]. მინიმუმ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გავიგეთ ამ კომპანიის რეპუტაციაზე. ასევე იმ პრაქტიკით დაწყებული, რომელიც მერიაში „ქართული ოცნების” პირობებში არის გავრცელებული, რომ რეპუტაციას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ცუდად შეასრულე თუ არა სამუშაო, იყავი თუ არა ბრალდებული, ამის მიუხედავად საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით, ნეპოტისტური, ან პოლიტიკური კორუფციის გამო ხდება ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობის გაგრძელება. თავი რომ დავანებოთ იმ ასპექტს, რომ როგორც ახლა ირკვევა, ჩემი აზრით, ჩაბარების დროს აშკარა იყო დანაშაულებრივი დაუდევრობა. ასეთ დროს არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე პოლიტიკური, რომელსაც წვლილი მიუძღვით ამ კლიმატის შექმნაში” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.