უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს დეოკუპაციისთვის ემზადებიან – ფედოროვი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს დეოკუპაციისთვის ემზადებიან – ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი Telegram-ზე ავრცელებს.

ფედოროვი ასევე უკრაინული სამხედროების ბოლო წარმატებებზე საუბრობს.

მელიტოპოლის მერის ინფორმაციით:

გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი.

ტოკმაკში 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა განადგურდა და 40-მდე რუსი სამხედრო დაიჭრა;

პოლოგში 30-მდე დამპყრობელი დაიჭრა;

კამენკა-დნეპროვსკაიაში 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა განადგურდა და 40-მდე რუსი დამპყრობელი დაიჭრა.