Reuters: ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა და შოლცმა ასევე უთხრეს პუტინს, რომ უკრაინაშ მიმდინარე ომის ნებისმიერი გადაწყვეტა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს უნდა ეფუძნებოდეს.

სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ახლო კონტაქტებს შეინარჩუნებენ.