ლიზ ტრასი: პუტინის მხრიდან უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება სერიოზული შეცდომა იქნება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების გამო.

ლიზ ტრასის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება სერიოზული შეცდომა იქნება.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების გამო. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი იყენებდა ამ იარაღს კონფლიქტის ზონებში, მაგრამ ეს რუსეთის მხრიდან სერიოზული შეცდომა იქნება, რაც პუტინის მიერ უკვე დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს დაემატება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.