„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა” – აქცია მერიასთან

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა” – ამ ლოზუნგით თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.

ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და რიგითი მოქალაქეები. ისინი ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას კახა კალაძეს აკისრებენ.

უკვე ცნობილია, რომ დემონსტრანტები დედაქალაქის მერისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.
მათ მერიის წინ, სიმბოლურად, შავი კვამლი გაუშვეს.