„პასუხი უნდა აგონ ესეთ გულგრილობაზე” – მერიასთან გამართულ აქციას ალექსანდრე კობაიძე შეუერთდა

„აიღოს [კახა კალაძემ] პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ან სხვა მაღალჩინოსანმა ამ შემთხვევაში ბატონმა ღარიბაშვილმა და კეთილი უნდა ინებონ და პასუხი უნდა აგონ ესეთ გულგრილობაზე” – ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც ტრაგედიაა.

„პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ეს არის ტრაგედია. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით მოვედით აქ, რომ წერილობით მივმართოთ ბატონ კახი კალაძეს და ასევე ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ხუთშაბათს 15:00 საათზე დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქცია რუსთაველზე და წერილობით მივმართოთ, რომ ეს აქცია გაიმართება და აუცილებლად ბერვი ხალხი იქნება.” – განაცხადა უფლებადამცველმა „მთავარ არხთან” საუბრისას.