პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი კანონის მიღება მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან.

ახალი კანონი ეფუძნება ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელური კანონის (GLOS) სტრუქტურას, რომელიც UNECE-ს ეგიდით მიღებულ იქნა 2016 წელს და განკუთვნილია ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

ახალი კანონით კიდევ უფრო იზრდება საქსტატის პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი. იგი შედგება 14 თავისგან. მასში უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტური პრინციპები; გამოკვეთილია საქსტატის როლი და მნიშვნელობა სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის პროცესში; დადგენილია, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის წესი და მათი როლი. ახალი კანონით იცვლება აღმასრულებელი დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი, ასევე იზრდება მისი ფუნქციები. გარდა ამისა კანონში უფრო დეტალურად არის აღწერილი საქსტატის მმართველის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს როლი და უფლებამოსილებები.

„ოფიციალური სტისტიკის შესახებ” კანონზე მუშაობა 2020 წლიდან მიმდინარეობს. მისი შემუშავებისას  გათვალისწინებულ იქნა ევროპის შემდეგი  ქვეყნების პრაქტიკა:  იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა, უნგრეთი და დანია.

ახალი კანონი ვროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერით განხორცეილდა,რომელშიც  იყვნენ ევროსტატის მიერ დაქირავებული ექსპერტები იყვნენ ჩართული.

„ოფიციალური სტისტიკის შესახებ“  ახალი კანონი  2023 წლის 30 აგვისტოდან ამოქმედდება.