პროფკავშირების ორი თანამშრომელი იზოლატორშიც შიმშილობას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დიღმის მთავარ სამმართველოში რკინიგზელთა აქციის დროს დაკავებული 10 პირი მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აიყვანა. მისი თქმით, რამდენიმემ დაკავების დროს დაზიანება მიიღო.

პროფკავშირების ორი თანამშრომელი იზოლატორშიც შიმშილობას განაგრძობს. სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სამართალდამცავებმა რკინიგზელთა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა შორის „აუდიტორია 115“-ის წევრებიც არიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულთა ნაწილი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააპატიმრეს, როდესაც  დაპირისპირება დასრულებული იყო და მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

რაც შეეხებათ მოშიმშილეებს, ისინი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის პარალელურად განცხადება გაავრცელა რკინიგზის დეპარტამენტმაც. ისინი რკინიგზელებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევენ.

აქციის მონაწილეების დაკავება და კარვის გაშლის ნებართვის არ მიცემა გააპროტესტა ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა. გიორგი თევზაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მომართვის შემთხვევაში გამოყონ ადვოკატები აქციის მონაწილეებს ინტერესების დასაცავად.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a/