„ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს და ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული 13 წლის მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა.

ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.