„გვაქვს კეთილი ნება, ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრაში” – პუტინი

„ყველას აქვს კეთილი ნება და ეს კეთილი ნება მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრაში. უნდა ვიპოვოთ გზები არსებული სიტუაციიდან” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელი თანამეგობრობის სახელმწიფოების სამიტზე განაცხადა.

სამიტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარეობს, და 8 ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები ესწრებიან.