დასავლეთს მორალური დამარცხება ელოდება, თუ უკრაინას მეტ დახმარებას არ გაუწევს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთს მორალური დამარცხება ელოდება, თუ უკრაინას მეტ დახმარებას არ გაუწევს.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები. ჩვენ კიდევ უფრო ხმამაღლა მოვუწოდებთ ზოგიერთ დასავლელ ლიდერს და შევახსენებთ, რომ ეს იქნება მათი მორალური დამარცხება, თუ უკრაინა არ მიიღებს მოწინავე შეიარაღებას, რომელიც გადაარჩენს ათასობით ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.