ნავალნის ახალი იმიჯი

მას შემდეგ, რაც რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ბრილიანტის მწვანე სახეში შეასხეეს და თვალი დაუზიანდა, ის საზოგადოების წინაშე თავის პროგრამაში „ნავალნი LIVE“ ახალი იმიჯით წარსდგა. მას მარჯვენა თვალზე მეკობრის სახვევი აქვს გაკეთებული და როგორც აღნიშნა ეს დაზიანებული თვალის დაფარვის ერთადერთი გამოსავალი იყო.

ოპოზიციონერს თავს 27 აპრილს დაესხნენ. ძალოვანების ინფორმაციით საქმე უკვე აღიძრა და მიმდინარეობს მოკვლევა.

მედიასთან კი კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ოპოზიციონერების მიმართ გაძლიერდება ყურადღება, რადგან ასეთი თავდასხმები მათ იმიჯს საზოგადოებაში ზრდის და პიარის კარგი საშუალებაა, ამიტომ, წყაროს თქმით, კრემლმა მათი ფარულად დაცვის და დამნაშავეების საჯაროდ დასჯის განკარგულება გასცა.