ომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 25 100 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსეთის არმიამ 25100 ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„განადგურებულია 1122 ტანკი, 2713 ჯავშანტექნიკა, 509 საარტილერიო სისტემა, MLRS – 172, 84 საჰაერო თავდაცვა, 199 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, მანქანები, 341 ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო აპარატები, 38 სპეციალური ტექნიკა და 90 საკრუიზო რაკეტა“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მონაცემები ზუსტდება.