,,პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის” – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გამოცემა Ria-ს ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის ,,საზღვარი აღარ იქნება”, ხოლო ორი ქვეყნის მოსახლეობა ერთად შეძლებს ,,ააშენო საერთო ბედნიერება და ძალა”.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინელ ლტოლვილებს საზღვრები გაუხსნა და მილიონობით ადამიანი შეიფარა. ამავე დროს, რუსეთს ოკუპირებული აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომლებიც ,,დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს უკანონოდ შეიერთა ყირიმი.