„მოლაპარაკებებზე ჩვენ არ ვვაჭრობთ ხალხზე, მიწასა და სუვერენიტეტზე“ – კულება

„უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო მითითებები მისცა ჩვენს დელეგაციას. ჩვენ არ ვვაჭრობთ ხალხზე, მიწასა და სუვერენიტეტზე“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთში დაგეგმილი რუსეთთან მოლაპარაკებების „პროგრამა მინიმუმი“ ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა იქნება.

„ ჩვენ მოუთმენლად ველით ორი დელეგაციის საუბარს, რათა ვნახოთ, მოვლენ თუ არა რუსები ამ მოლაპარაკებებზე მზად იმისთვის, რომ მართლაც რაღაცაზე შეთანხმდნენ, თუ უბრალოდ გაიმეორებენ თავიანთ მოთხოვნებს, რომლებიც მანამდე ისმოდა. თუ დავინახავთ, რომ განწყობა შეიცვალა და ისინი მზად არიან სერიოზული საუბრისთვის, მაშინ ყველაფერი წინ წავა. თუ ეს მათი პროპაგანდისტული გამონათქვამების გამეორება დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება, მაშინ ისინი ისე წავლენ, როგორც შეიკრიბნენ“, – განაცხადა კულებამ.