ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია იუბილარია!

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ორგანიზებით და მის ბაზაზე, 1998 წლის 6 მაისს, რეგისტრაციაში გატარდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია.
თავად ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდი დაფუძნდა 1992 წლის იანვარში და მას ხელმძღვანელობდა უფლებადამცველი, გიორგი თევზაძე.
 
დღიდან დაფუძნების, 1992 წლის სამხედრო გადატრიალების (პუჩის) შემდეგ,ეს ორგანიზაცია იცავდა უფლებაშელახული მოქალაქეების ინტერესებს. მათ შორის პოლიტიკური მრწამსით დევნილ პირებს. მანამდე გიორგი თევზაძე 1987 წლიდან აქტიურად ჩართული იყო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, მერაბ კოსტავას დავალებით ხელმძღვანელობდა ეროვნულ მოძრაობაში ადამიანის უფლებების დაცვის სოლიდურ ჯგუფს, ხოლო შემდგომ იყო საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში ( მრგვალი მაგიდაში) ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამასთანავე 1993 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ინიციატივით მოხდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების _ ვიქტორ დომუხოვსკისა და პეტრე გელბახიანის, ირაკლი დოკვაძისა და სხვათა კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. ამ სასამართლო პროცესზე განსასჯელებს იცავდნენ ფონდის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ოთარ აგლაძე ადვოკატის სტატუსით და ფონდის ოფიციალური წარმომადგენელი, საზოგადოებრივი დამცველის სტატუსით გოგი ხოშტარია _ (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი). ამ სასამართლო საქმეებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ფონდში და საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან იურისტები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ჟურნალისტები, ჰუმანიტარული დარგის სხვა სპეციალისტები და სამეცნიერო ხარისხის მქონე მუშაკები.ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გიორგი თევზაძე უშუალოდ იყო პოლიტიკური ნიშნით სიკვდილმისჯილთა გადარჩენის კომიტეტის წევრი. ფონდის დაფუძნების დღიდან, მუდმივად ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის ღინისძიებები. საზოგადოებრივ საწყისებზე, პოლიციის განყოფილებებში ტარდებოდა საზოგადოებრივი მონიტორინგი განსახვავებული პოლიტიკური მრწამსით დევნილი პირების დაცვისთვის, რათა თავიდან აცილებული იყო მათი უკანონო პატიმრობა. ეს აქტივობები ამ პერიოდში დაფიქსირებული იყო სხვადასხვა მედიასაშუალებებში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას საქმიანობის მანძილზე განხორციელებული აქვს არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში. ახდენდა პატიმრობაში მყოფი პირების ინფორმირებას და კონსულტირებას მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის საშუალებების თაობაზე. ამ ღონისძიების გასაშუქებლად, სპეციალურად გამოდიოდა არაკომერციული გაზეთი „მრწამსი“, და გაზეთი „არგუმენტები და ფაქტები“ რომელიც პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში, მათ შორის პატიმრებში. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს როცა პუჩისტური ხელისუფლება ცდილობდა საზოგადოებაში გაექილიკებინა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა უდიდესი ღვაწლი ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე ამ დროს , ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის პრეზიდენტის, უფლებადამცველის გიორგი თევზაძის ინიციატივით მოხდა საპატიო სიგელისა და ოქროს მედალიონის დაწესება ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე გამორჩეული პირებისთვის. რომელიც 1997 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათ დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველი საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ გმირს, ცნობილ უფლებადამცველს, მერაბ კოსტავას, რომელიც ამჟამად ინახება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნებიდანვე, საქმიანობის ძირითად პრიორიტეტად იქნა დადგენილი უფლებადაცვითი საქმიანობა. მისი ყოველდღიურობა სრულად მოიცავს თავისი საწესდებო მიზნების და ამოცანების განხორციელებას. მისი საქმიანიბა დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის (გაერო) მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური საერთაშორისო კონვენციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საერთაშორისო კონვენცის, ჰელსინკის, ვენის, პარიზისა და ადამიანის უფლებთა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებადაცვით სფეროში ორგანიზებული მრავალი კონფერენციის, სემინარისა და შეხვედრის მონაწილე.
2012 წლის დეკემბერში გახდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის _ „თქვენი უფლებებისათვის“ დაფუძნების ინიციატორი და ამ კოალიციის სპიკერ ორგანიზაცია. იგი კოალიციის ხელმძღვანელ ორგანიზაციად დღემდე რჩება. ამ სტატუსის ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა და მოხდა უამრავი ინიციატივის შეთავაზება ხელისუფლების ორგანოებისადმი, რაც მედიასაშუალებებით სრულფასოვნად გაშუქდა. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია „ენა, მამული, სარწმუნეობა“.