მაგისტრალური მილის დაზიანების გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ 16 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძისა და შარაშიძის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი.

მათივე ცნობით, ქსელის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა. ადგილზე ტექნიკური ჯგუფებია მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 აგვისტოს 17:15 საათიდან 17 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, კაკაბაძის, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, გუდიაშვილის, ფურცელაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ქიქოძის, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ვ. აბაშიძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, პუშკინის, გოგებაშვილის, ბელინსკის, მაყაშვილის, ლარსის, ნ. ჟვანიას ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

კრწანისის რაიონში: აბესაძის, ახოსპირელის, ვ. ივერიელის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, სამღებროს და მიმდებარე ქუჩებს; გორგასლის ქუჩის ნაწილს და ღვინის აღმართს.

ისნის რაიონში: მეტეხის, ისნის, ფერისცვალების, 300 არაგველის, ბოჭორმის , იალბუზის, ლუსინიანის, პატარძეულის და მიმდებარე ქუჩებს; ქ. დედოფლის გამზირის ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთ