ხელისუფლებავ! ახსენით მაინც საით მივდივართ? საიდან მოვდივართ, ამ კითხვამ დიდი ხანია ფასი დაკარგა!

სააგენტოზე გამოქვეყნებული მასალის „ბატონო მინისტრო, გვირაბის ბოლოს ნათელის გამოჩენას ველი!“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98/

ავტორს, პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს:

-“მინისტრმა, ასე ერთი ხელის მოსმით, ჩვენი სამსახურის მთლიანად გააუქმება გადაწყვიტა” – განგაშობს ჩვენი მოყვასი! შევწუხდეთ, გავბრაზდეთ, ხმა ამოვიღოთ!

და, ასეთი რამეები სათავეს იღებს 2004 წლიდან – “ერთი ხელის მოსმით”, “ვიღაცის ხუშტურით”, რაც იწოდებოდა ე.წ. ოპტიმიზაციად, რეფორმად. არავითარი წინასაპროგრამო კვლევები, არავითარი მონაცემთა ბაზა, პირიქით თუ რამ კარგი იყო შექმნილი უმოწყალოდ ანადგურეს.

კარგი ეს იყო, დავარქვით მას “რეჟმი – საშინელება”, მაგრამ რას აკეთებთ თქვენ “ორჯერ ახლებო”, როდემდე აპირებთ “ერთი კაცის ხუშტურზე” ცვლილებებს, რას ერჩით ქვეყანას და მოყვასს?
რას აკეთებ შენ, განათლების მინისტრო?

ერთპიროვნულად იღებ ამ გადაწყვეტილებებს, თუ დავალებას ასრულებ?

თუ შენი გენიალური ნაფიქრალებისთვის ჩვენი გონება არ არის მომწიფებული?
იცი თუ არა ნებისმიერი ცვლილება, თუ რეფორმა პროგრამის სახით დგება, რომლის ერთ– ერთი შემადგენელი ნაწილია “მოსალოდნელი შედეგების სტრატეგიული ხედვა”!

ამის შესახებ მაინც მიაწოდე ადამიანებს ინფორმაციაა?!

აღარ უნდა დამთავრდეს – “ახლა მე ვარ და რასაც მინდა იმას ვიზამ”?!

ბოლოს და ბოლოს “განათლებიასა და მეცნიერების სამინისტროზეა ლაპარაკი”, კარგით რა, მართლა კარგით რა?!

პრეზიდენტო, პრემიერმინისტრო, პარლამენტარებო – ახსენით მაინც საით მივდივართ? საიდან მოვდივართ, ამ კითხვამ დიდი ხანია ფასი დაკარგა!

კომენტარის დატოვება