განაპოლსკი: პუტინი – საქართველოს არჩევნების მთავარი გამარჯვებული! (ვიდეო)

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს აქტიურად ეხმიანება რუსული მედია. არჩევნები იყო გადაცემის  “100 განაპოლსკისთან ერთად” მთავარი თემა.

 ყოველგვარი კომანტარის გარეშე გთავაზობთ გადაცემის ავტორის მონოგოგს:

-„8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამირეკა მეგობარმა საქართველოდან. ის სააკაშვილის პარტიის მხარდამჭერია, დამირეკა და ყვიროდა-„ჩვენ წავაგეთ!“

-დაწყნარდი, მეგობარო, ეს თქვენ კი არა, საქართველომ წააგო-დავაწყნარე მე.

-სადღაც ვერ ვიმუშავეთ-წუხდა ის.

-არა, უბრალოდ საქართველოში ყველა ნარკოტიკზე ზის და ეს ნარკოტიკი განსხვავებულია, როგორც რუსეთია შემჯდარი ნავთის და გაზის ნარკოტიკზე, ისეა საქართველოც. ომის შემდეგ ოდნავ მომაგრებული დაჯდა ნემსებზე-ტურიზმი, ბორჯომი, რომელიც საზღვარგარეთ სამჯერ ძვირია, ცეკვა-სიმღერა, ხინკალი და ხაჭაპური…

არავინ გამინაწყენდეთ, მე საქართველო შეიძლება იქ მცხოვრებ ბევრ ქართველზე მეტად მიყვარს, მაგრამ საქართველოში, რომელსაც ახსოვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, გაიმარჯვა მზის ჩასვლამ, ხინკალმა და პენსიონრების უზრუნველყოფამ, მეტიც, წელს პარლამენტში პირველად შევიდა კრემლის პარტია „პატრიოტტა ალიანსი“. აი, ყველაზე სახიფათო სიგნალი! ქართველებს მოეწონათ მათი ანტისააკაშვილის რეკლამები და ნაციონალიზმი კრემლის სასაფლაოთი შეცვალეს…სააკაშვილი არ გინდათ? ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ოცნების გარდა რას გთავაზობთ ივანიშვილი და მისი მომხრეები? რეფორმებს?-არ გამაცინოთ-როგორც იტყოდა პუტინი, დღევანდელი საქართველოს არჩევნების მთავარი გამარჯვებული, დაივიწყეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? დაივიწყებთ ნატოსაც და ევროპასაც. თქვენ, ქართველები ამისთვის უკვე მზად ხართ, ამიტომაც გილოცავთ კრემლის მიერ დანიშნული ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მოაზრებულ ქვეყანაში!

https://www.youtube.com/watch?v=Bn6-Rn_3Ffw

 

კომენტარის დატოვება