თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა.

დღემდე ამ თანამდებობას კახა ბუხრაძე იკავებდა, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას ითავსებდა და დღესაც რჩება.