ქობულეთში მოკლულია სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ერთმა პირმა მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელი ცეცხლაურის გავლით ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველი გამთენიისას გარდაიცვალა.

ადგილობრივი მცხოვრებელები მკვლელობის შესაძლო მოტივზე ვერ საუბრობენ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ და ეჭვვობენ, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პირად დაპირისპირებას.

27 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში პოლიციის უფროს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დაკავებულია. ის წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.