აშშ-ს ოლიმპიელების ფორმა განხილვის საგანი გახდა

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე წარგზავნილი სპორტსმენების ჩაცმულობა მხოლოდ საქართველოში არ გახდა მსჯელობის საგანი.

მთელი ამერიკა და სპორტული კომენტატორები დღეს ამერიკელთა ფორმას არჩევენ, რომლითაც ისინი ოლიმპიადის გახსნაზე უნდა გამოვიდნენ. ათლეტების მაისური ძალიან ჰგავს რუსულ დროშას.

Yahoo Sports -ის სპორტული კომენტატორი კევინ კადუკი აქვეყნებს მასალას, სადაც  რიტორიკულ კითხვას უსვამს დიზაინერებს.

-„პიჯაკის ქვეშ ჩაცმული მაისური ძალიან გვაგონებს რუსულ დროშას. აშშ-ს და რუსეთის დროშების ფერთა გამა მთლიანობაში ემთხვევა, მაგრამ გაუგებარია, დიზაინერებმა ზოლები ზუსტად იმ თანმიმდევრობით რატომ განალაგეს, როგორც რუსეთის დროშაზეა?-წერს ჟურნალისტი.

კომენტარის დატოვება