სექტემბრიდან II ჯგუფის მედიკამენტებიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა

1 სექტემბრიდან ძალაში შედის “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილება, რომლის მიხედვითაც ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, გარდა მცენარეული პრეპარატებისა, ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი.

კომენტარის დატოვება