“ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რომ აუცილებლად გადავრჩეთ!”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მოსახლეობას  კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მინდა ერთი რამით მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, უნდა დავცილდეთ იმიტომ რომ აუცილებლად გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია,  მაგრამ ერთი გამონაკლისით-დესოციალიზაციით. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ: დარჩით სახლში!”-მიმართა საზოგადოებას ლევან რატიანმა და აღნიშნა, რომ გუშინ მათ კლინიკაში შეყვანილი პაციენტებიდან 11 ექიმია და არც სამედიცინო პერსონალია დაზღვეული ამ ვირუსისგან.

რატიანმა ასევე განმარტა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია მოთავსებული  და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

“რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს,  რომლებიც გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 37-ს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე“,- განაცხადა რატიანმა.