საგუშაგო კიკეთთან განთავსდება

წყნეთისა და კოჯრის გზაგასაყარზე არსებული  სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში მოეწყობა. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის განმარტებით,

„გუშინ დაწესებულ დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით  კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან უამრავი ზარი შემოვიდა მერიაში,  რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი  სპეციალური საგუშაგოდან კიკეთისკენ გადაადგილება ვეღარ ხერხდებოდა და ის თბილისს მიღმა რჩებოდა. ჩვენ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს თბილისის მიმართულებით ან პირიქით, გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ”.