GmTV ულოცავს დათო დოლიძეს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მიღებას

https://www.gmtv.ge/ ულოცავს ჩვენს სტაჟიორს, დათო დოლიძეს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მიღებას.

ცნობისთვის: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ  შეაჯამა  სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიანიჭა დავით დოლიძეს – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტს.

ვულოცავთ დათოს წარმატებას და უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ.