ჯეჯელავა სკოლებში ახალი პროგრამის დანერგვას აპირებს

განათლების მინისტრი ბიზნესის მხარდაჭერას იწყებს და სკოლებში ახალი პროგრმის დანერგვას აპირებს.

“თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ დარიგდება ვაშლები.

ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვებმა შეჭამონ ვაშლი. სულ ასეთი თბილისში დაახლოებით 40 000 დან 60 000 მდე მოსწავლეა. ასევე, ვაპირებთ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა სკოლაში ბავშვებს გამოატანონ ვაშლი“ -განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ვაშლებს კვირაში ერთხელ მოსწავლეებს პედაგოგები და მანდატურები დაურიგებენ.

აი ტენდერი კი, თუ ვინ მოამარაგებს სკოლებს ვაშლით, ჯერ არ გამოცხადებულა.