სუმიში, ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია, რის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სუმიში „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური „ტელეგრამის“ გვერდზე წერს.

მათი ინფორმაციით, ავარიის ლიკვიდირება ადგილობრივი დროით 07:49 საათზე გახდა შესაძლებელი.

„07:49 საათზე ქალაქ სუმიში, ავარია, რომლის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.